"ბარსელონას" სატრანსფერო გეგმბი

27-04-2018, 22:00

მომავალ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონაში" დიდი ცვლილებები იგეგმება. ბრიტანული გამოცემა THE Sun-ის ინფორმაციით, ესპანელები ერთბაშად სამი მოთამაშის დამატებას აპირებენ.

"ბლაუგრანას" პირველი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ბაზარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი, ანტუან გრიზმანი იქნება. როგორც ცნობილია, ესპანელებმა 120 მილიონი უკვე გაამზადეს ფრანგი მოთამაშის სანაცვლოდ.

ანტუანის გარდა "ბარსა" ასევე დიდი ალბათობით, ამსტერდამის "აიაქსის" 18 წლის ცენტრალურ მცველ მატიას დე ლიგტსაც დაიმატებს. ჰოლანდიელ ფეხბურთელზე საუბრები უკვე დიდი ხანია რაც მიდის და სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდება.

ბოლო მოთამაშე კი რომლის დამატებასაც კატალონიელები ეცდებიან ასევე ჰოლანდიელი ფრანკ დე იონგი იქნება. 20 წლის ნახევარმცველი დე ლიგტის თანაგუნდელია და ისიც ჰოლანდიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. წყაროს ცნობით, ჯამში ამ ორი მოთამაშის სანაცვლოდ "ბარსა" 70 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.


  • tsandro
  • 27 აპრილი 2018 22:26
მთელს ევროპას იმატებენ :/

  • firmino9
  • 28 აპრილი 2018 12:42
iniestas mainc ver seavseben

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით