რა დროს ზეიმია, ნეაპოლი ემზადება

28-04-2018, 10:34

იტალიის სერია ა იმდენად დაძაბულია, რომ წინასწარ ვერაფერს გავიგებთ. ბოლო წლების განმავლობაში პირველად შანსი სკუდეტოს მოგებისა "იუვენტუსის" გარდა "ნაპოლისაც" გაუჩნდა. სხვაობა კლუბებს შორის მხოლოდ 1 ქულაა და წინ კიდევ 4 ტურია ჩასატარებელი.

“როგორც დირექტორი, ცოტა დაძაბული ვარ, რადგან იმედია, “ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებს. ჩვენ უკვე მოვემზადეთ და დაგეგმილია ღონისძიება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად", - განაცხადა ნეაპოლის პოლიციის მეთაურმა ანტონიო დე ლესუმ.

როგორც ირკვევა ქალაქი ნეაპოლი ზეიმისთვის აქტიურად ემზადება და ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ეს ყველაფერი, ნანატრი პირველი ადგილითა და ვიწრო ქუჩებში აღმართული თასით დაგვირგვინდება. 

შეგახსენებთ, რომ შანსები რეალურია, რადგან, როგორც ავღნიშნე სხვაობა 1 ქულაა, ხოლო დარჩენილ 4 ტურში "ბებერ ქალბატონებს" მძიმე მატჩები ელით. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დღეს მილანის “ინტერს” სტუმრად ეთამაშება.



  • goga1996
  • 28 აპრილი 2018 10:37
ნაპოლი აიღებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით