ჩანისთვის "იუვენტუსი" და "ბაიერნი" იბრძოლებენ

28-04-2018, 17:00

იტალიური "Rai"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მერსესაიდული "ლივერპულის" გერმანელი ფეხბურთელი ემრე ჩანი შეიძლება ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგდეს.

როგორც იცით, 24 წლის ნახევარმცველს კონტრაქტის ვადა 30 იანვარს უმთავრდება რის შემდეგაც იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოთავაზებების მიღებას დაიწყებს.

იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით, "ბებერი ქალბატონის" მესვეურები კლოპის ფეხბურთელის შეძენას სწორედ 30 იანვრის შემდეგ აპირებენ და მზად არიან ფრანქფურტელს წლიურად 5 ან 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ცნობისთვის, ჩანით "ბიანკონერის" გარდა "მანჩესტერ სიტი" და მიუნხენის "ბაიერნიც" არიან დაინტერესებულნი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ემრე "ენფილდზე" 2014 წელს ლევერკუზენის "ბაიერიდან" გადაბარგდა.



  • messi10
  • 28 აპრილი 2018 17:03
ჩანი მაგარი იგროკია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით