გვარდიოლა: "სანეს გიგზამდე ბევრი უკლია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გვარდიოლა: "სანეს გიგზამდე ბევრი უკლია"

28-04-2018, 19:07

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გერმანელ ნახევარმცველ ლეროი სანეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უელსელ გარემარბ რაიან გიგზთან შედარება ნაადრევია.

"სანეს გიგზთან შედარება ნაადრევია. ის გიგზივითა მარცხენა ფლანგზე თამაშობს, მასსავით სწრაფია და მცველებს გამკლავება უჭირთ. ფაქტია, რომ გიგზი მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო და ლეგენდადაა შერაცხული. მანე კარგი ფეხბურთელია, თუმცა ბევრი აქვს დასამტკიცებელი", - განაცხადა პეპმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი ქალაქელების რიგებში 2016 წელს ჩაირიცხა და შეიძლება ითქვას ძირითადის უცვლელი წევრია. ამუკანასკნელმა "შალკეს" "ეტიჰადი" არჩია და მიმდინარე წელს პრემიერლიგის ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.



  • goga1996
  • 28 აპრილი 2018 19:08
an ra sindisit adarebt an ravici ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით