დე როსი: "რომაში დარჩენა პროფესიონალური თვალსაზრისით შეცდომა იყო"

29-04-2018, 11:02

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" ფეხბურთელმა დე როსიმ განაცხადა, რომ მთელი კარიერის ერთ კლუბში გატარება პროფესიონალური შეცდომა იყო. 

„რომაში დარჩენა პროფესიონალური თვალსაზრისით შეცდომა იყო, მაგრამ მე ვიცი ეს. ეს ამბიციის განსხვავებული გამოხატულებაა. ამ ყველაფრის შედეგად, შენ კლუბის მენტალიტეტს ცვლი.

ჩემი "მგლებში" დარჩენის მუდმივი მიზეზი წარმატების მოპოვება იყო. მინდოდა ამ კლუბის მაისურით მეზეიმა და აღმემართა თასები. ჩვენ ამ დრომდე ვცდილობთ ძალიან ბევრის დამტკიცებას და ფაქტია, რომ ეს ნაწილობროვ შევძელით", - განაცხადა დე როსიმ.

შეგახსენებთ, რომ რომაელები წლების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფებიან. მათი მეტოქე კლოპის მრისხანე "ლივერპულია". კლუბებს შორის პირველი ჯახი "ენფილდის" ბინადრების სასარგებლოდ დასრულდა. ტაბლოზე 5:2 დაფიქსირდა. განმეორებითი მატჩი 2 მაისაა დაგეგმილი. 



  • goga1996
  • 29 აპრილი 2018 16:57
გეთანხმები სწორი ხარ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით