მონტელა ისევ მოხსნეს

29-04-2018, 11:59

საინტერესოდ მიმდინარეობს ლა ლიგა და ვინჩენცო მონტელას სამწვრთნელო კარიერა. "მილანში" ფეხის დაცდენის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა "სევილია" ჩაიბარა და ჩვენდა გასაკვირად კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ათამაშა. 

მიუხედავად დადებული შედეგებისა, 43 წლის სპეციალისტი ანდალუზიელთა წარმომადგენლებმა მოხსნეს და მის ადგილზე 62 წლის ხოაკინ კაპაროსი დანიშნეს, რომელსაც გუნდის ევროპა ლიგაზე გაყვანა დაევალა. 

შეგახსენებთ, რომ ვინჩცენცომ გუნდი 2017 წლის 28 დეკემბერს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 28 მატჩიდან 11 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და 10 წააგო.


  • goga1996
  • 29 აპრილი 2018 16:57
სტაბილური ხელფასი არააქვს :(

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით