ანჩელოტიმ იტალიის ნაკრები იუარა

29-04-2018, 17:43

"Corriere dello Sport"-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კანდიდატურა ისევ ვაკანტურია. წყაროს ცნობით, კარლო ანჩელოტიმ აპენინელთაგან მიღებული შემოთავაზება იუარა. 

როგორც ირკვევა მხარეებმა კონტრაქტის დეტალები ვერ შეათანხმეს და არაა გამორიცხული საუბარი ხელფაზეც იყოს. ცნობილი ფაქტია, რომ იტალიელები მწვრთნელს მაქსიმუმ 5 მილიონ ევროს უხდიან, რაც პაპა კარლოს ყოფილ ხელფასებთან ახლოსაც ვერ მივა. 

"სკუადრა აძურას" თავკაცის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება, იტალიური მედია ფავორიტად "ზენიტის" და "ნანტის" მწვრთნელებს რობერტო მანჩინის და კლაუდიო რანიერის მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 59 წლის სპეციალისტი თავის დროზე "მილანის", "ჩელსის", პსჟ-სა და "ბაიერნის" თავკაცად გვევლინებოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით