დი ფრანჩესკომ გულშემატკივარი დააიმედა

30-04-2018, 09:10

როგორც იცით, 24 აპრილს "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მერსესაიდული "ლივერპული" და იტალიური "რომა" დაუპირისპირდნენ. მატჩის სადავეებს "წითლები" მალე დაეუფლნენ და "რომას" კარში 5 გოლის გატანა შეძლეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ორი მიიღეს.

აღნიშნული მატჩიდან რამდენიმე დღეში "მგლების" თავკაცმა პრესასთან განმეორებით შეხვედრაზე ისაუბრა და და ფანატებს გულში ოპტიმიზმის ნაპერწკალი გაუღვივა.

"მართალია "ლივერპულთან" დავმარცხდით, მაგრამ აუცილებელია, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმაღლეს საფეხურზე ავიყვანოთ და თამაშს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ".

"დამერწმუნეთ, ოთხშაბათს ჩვენს მაქსიმალურს გავაკეთებთ და ვეცდებით გულშემატკივარს კიდევ ერთი სიხარული ვაჩუქოთ. ჩვენ მოვახერხეთ ეს "ბარსელონასთან" და ვფიქრობ, რომ იგივეს განმეორება არც "ლივერპულთან" არ გაგვიჭირდება".

"3 მაისს მთავარია თამაში ვიგრძნოთ და დანარჩენი უკვე ჩვენი ნებაა", - განაცხადა დი ფრანჩესკომ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოთხსენებული მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.


  • messi10
  • 30 აპრილი 2018 19:36
cagebuli gakvt mainc ra azria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით