რა წერია თასზე, რომელიც სერ ალექსმა ვენგერს გადასცა? » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რა წერია თასზე, რომელიც სერ ალექსმა ვენგერს გადასცა?

30-04-2018, 14:59

პრემიერლიგის 36-ე ტურის დაწყებამდე რამდენიმე ტურით ადრე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა და ამჟამინდელმა მწვრთნელებმა "მეთოფეების" თავკაცს არსენ ვენგერს თასი გადასცეს. 

სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა სხვადასხვა ვარიანტები იმის შესახებ, თუ რა დააწერეს საჩუქარს სერ ალექს ფერგიუსონმა და ჟოზე მოურინიომ. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ თასზე ამოტვიფრულია:

“გადაეცემა არსენ ვენგერს “მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელით სერ ალექს ფერგიუსონისგან და ჟოზე მოურინიოსგან, საფეხბურთო კლუბ “არსენალში“ 1996-დან 2018 წლამდე პერიოდში მიღწევებისა და გაწეული სამუშაოს ნიშნად".

აქვე შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის გამართული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვენგერის წასვლა ცუდ პერიოდს დაემთხვა. არსებული ქულებით "ემირეიტის" მკვიდრნი ლიგის საგზურთან ახლოსაც ვერ მივლენ. 



  • goga1996
  • 30 აპრილი 2018 15:05
მაგარი საჩუქარია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით