ზიდანი: "თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, მე მაინც გუნდში დავრჩები" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ზიდანი: "თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, მე მაინც გუნდში დავრჩები"

30-04-2018, 20:25

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩამდე ერთი დღით ადრე თავის მომავალზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ვერ ვიტყვი, რომ იმაზე უკეთესი მწვრთნელი ვარ, ვიდრე კარიერის დასაწყისში. ერთი რამ ცხადია, მე გამოცდილება მივიღე."

"ბევრი ჩემზე კარგი მწვრთნელი არსებობს. თუმცა, მე მომეცა შანსი, რომ "რეალთან" ერთად დიდი დროის მანძილზე მეცხოვრა."

"ჩემი მომავალი? თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ, ეს არაფერს შეცვლის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ტიტულზე ვფიქრობთ და მინდა, რომ ამ კლუბში დიდ ხანს გავაგრძელო მუშაობა", - აცხადებს ზიზუ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით