ჯეიმსი: "გოლს არ ავღნიშნავ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ჯეიმსი: "გოლს არ ავღნიშნავ"

1-05-2018, 15:51

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ჯეიმს როდრიგესმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რეალის" კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს.

"რეალში“ კარგად მეპყრობოდნენ და გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგე. იმ შემთხვევაში, თუ გოლი გავიტანე არავითარ შემთხვევაში არ ავღნიშნავ. ზიდანის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს. უბრალოდ, თამაში ყოველ კვირას მსურს.

ზიდანისა და "რეალის“ საწინააღმდეგო არაფერი გაამჩნია. ყველაფრისთვის მათი მადლობელი ვარ. ჩემი აწმყო "ბაიერნია" და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფინალში ვითამაშოთ.

მჯერა, რომ მადრიდელი გულშემატკივრები კარგად მიმიღებენ, რადგან მათ ძალიან კარგად ვიცნობ და მეიმედება, რომ ისევ ისე შემხვდებიან, როგორც "სამეფო კლუბში" თამაშისას", - განაცხადა ჯეიმსმა. 

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" პირველ შეხვედრაში გერმანული გრანდი "ალიანს არენაზე" 2:1 დაამარცხა და კიევისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. 



ჯერ გაიტანე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით