დი ფრანჩესკო:"ის ჩვენი სალაჰი იქნება"

1-05-2018, 21:41

როგორც იცით, 24 აპრილს "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მერსესაიდული "ლივერპული" და იტალიური "რომა" დაუპირისპირდნენ. მატჩის სადავეებს "წითლები" მალე დაეუფლნენ და "რომას" კარში 5 გოლის გატანა შეძლეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ორი მიიღეს.

აღნიშნული მატჩიდან რამდენიმე დღეში "მგლების" თავკაცმა პრესასთან გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ედინ ჯეკოზე ისაუბრა.

"ჯეკოზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რადგანაც იგი საოცარი შესაძლებლობების ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ ის ჩვენი სალაჰი იქნება და ფინალში გასვლაში დაგვეხმარება".

"საშინაო არენაზე ჩემი გუნდი საოცრად თამაშობს და სწორედ ამიტომ "ლივერპულს" ჩვენი უნდა ეშინოდეს. მე მჯერა, რომ ჩვენს გულშემატკივარს კიდევ ერთ ქამბექს ვაჩუქებთ", - განაცხადა დი ფრანჩესკომ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ "რომასადა" და "ლივერპულს" შორის განმეორებითი დაპირისპირება ხვალ, 3 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


  • messi10
  • 1 მაისი 2018 23:41
ki ki aba tkven icit

  • totti
  • 2 მაისი 2018 20:02
midi gvachuqet kai iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით