ვეინალდუმი:"რომასი" არ გვეშინია"

2-05-2018, 14:37

მერსესაიდული "ლივერპულის" ფეხბურთელმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა.

"ენფილდზე" არაჩვეულებრივი მატჩი ჩავატარეთ და ეს შედეგზეც აისახა. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა".

"რომაელებმა" უკვე გვაჩვენეს, რომ მათ სერიოზული ფსიქოლოგიური გამძლეობა აქვთ და ნებისმიერი თამაშის შემოტრიალება შეუძლიათ".

"ჩვენ გულშემატკივრებს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ იმღერონ და დაანახონ იტალიელებს მერსესაიდული ძალა".

"იტალიელების ნამდვილად არ გვეშინია და მზად ვართ ფინალში გასასვლელად ვიბრძოლოთ", - განაცხადა ვეინალდუმმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ "რომასადა" და "ლივერპულს" შორის განმეორებითი დაპირისპირება ხვალ, 3 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


  • messi10
  • 2 მაისი 2018 18:08
moigebt asiani risi unda geshinodet

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით