პირველადი ცნობით, ასენსიომ ტრავმა მიიღო

2-05-2018, 01:09

1 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ეთამაშებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ორი მატჩის ჯამში "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა ფინალში გასვლა შეძლეს და კიევისკენ აიღეს გეზი. 

შეხვედრის მეორე ტაიმში მადრიდელთა ახალგაზრდა ლიდერმა მარკო ასენსიომ ტრამვა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამუკანასკნელის შეცვლა საჭირო არ გახდა, მედიაში აქტიურად დაიწერა იმის შესახებ, რომ 22 წლის ესპანელს კუნთი დაეჭიმა. გავრცელებული ცნობებით, მარკოს კლასიკოს გამოტოვება ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყო და საბოლოო ჯამში ტაბლოზე "თეთრებისთვის" მისაღები ანგარიში 2:2 დაფიქსირდა. ორი მატჩის ჯამში ზიზუს ბიჭებმა 4:3 იმარჯვეს. 


  • beka10
  • 2 მაისი 2018 01:25
დაააკლდება მაგრად

Au ra ar taiges tvini ra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით