რატომ დაუშვა "ბაიერნის" მეკარემ ასეთი შეცდომა? მიზეზი ცნობილია

2-05-2018, 01:17

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ქარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა და შეიძლება ითქავს "სამეფო კლუბს" ლიგის საგზური მოუპოვა. 

მე-2 გოლი საკმაოდ კურიოზულ მომენტში გავიდა. "ბაიერნის" კიპერმა ბურთი როდრიგესისგან მიიღო, თუმცა ამუკანასკნელმა ფეხით კარგად ვერ ითამაშა და ბენზემასაც ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ  ულრაიხის შეცდომა გვიან მიღებული გადაწყვეტილების ბრალია. ახალგაზრდა კიპერმა ბურთი თანაგუნდელისგან მიიღო და როდესაც მიხვდა, რომ ხელში აღება არ შეეძლო, ფეხით თამაში გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში შეცდომა დაუშვა და უგოლო ბენზემას დუბლი შეასრულებინა. 

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში "რეალმა" "ბაიერნი" 4:3 დაამარცხა.



  • beka10
  • 2 მაისი 2018 01:24
შემეცოდა მაგრად ეს კიპი

Xelit rato ar sheedlo?

  • Gio92
  • 4 მაისი 2018 23:12
თანაგუნდელმა მისცა ფეხით პასი და მაგიტო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით