ჰუმელსი:"ჩვენი თავი ჩვენვე გავწირეთ"

2-05-2018, 10:47

სულ რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა. შედეგად, მადრიდულმა კლუბმა პირველ თამაშში მოპოვებული გამარჯვების წყალობით ლიგის ფინალში გასვლა კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მესამედ მოახერხა.

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა მცველმა გუნდის შეცდომებსა და ემოციებზე ისაუბრა.

"თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გავწირეთ, რადგანაც ულრაიხის კარში გაშვებული ორივე გოლი გუნდის შეცდომების ბრალი იყო".

"ეს ფეხბურთია, გარდაუვალია შეცდომების გარეშე ითამაშო. ზოგჯერ ეს ყველაფერი გეპატიება, მაგრამ არა "რეალის" დონის გუნდთან".

"მომენტს მომენტზე ვქმნიდით, მაგრამ საბოლოოდ შანსები გავანიავეთ და მაინც წავაგეთ. ვფიქრობ, რომ მთავარი ტაბლო და მასზე ნაჩვენები რიცხვებია".

"დამერწმუნეთ, ამ ტიტულის მოსაგებად ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. მთავარია მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და ღირსეული შეწინააღმდეგების გაწევა შევძელით. შეცდომებზე უფრო მეტს ვისწავლით", - განუცხადა ჰუმელსმა ჟურნალისტებს.


  • messi10
  • 2 მაისი 2018 01:49
kargad itamasha humelsma

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით