კანტე საფრანგეთში მიდის

2-05-2018, 10:14

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა ნგოლო კანტემ შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს. წყაროს ცნობით, 27 წლის ნახევარმცველით პარიზული გრანდია დაინტერესებული. 

როგორც ირკვევა, კანტეს საფრანგეთში დაბრუნება სურს, თუმცა აბრამოვიჩი მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" კანტეს გაყიდვას დათანხმდება, ინგლისელები "პსჟსგან" 100 მილიონზე მეტს მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ნგოლო ლონდონში "ლესტერიდან" გადავიდა. ახალ კლუბში ამუკანასკნელმა 66 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით