იულიან ნაგელსმანს "ჩელსის" ანდობენ

2-05-2018, 11:03

"Daily Star"-ის ინფორმაციით, "ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა სპეციალისტით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული. აქვე გეტყვით, რომ  ანტონიო კონტეს მუშაობით "არისტოკრატების" ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან, ასე რომ, არ არის გამორიცხული, იტალიელმა მწვრთნელმა "ჩელსი" დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" პრემიერლიგის შარშანდელი სეზონის გამარჯვებულია, ხოლო მიმდინარე სეზონში კლუბს მქომედი ჩემპიონობის არაფერი ეტყობა. დიდი ალბათობით ლონდონელები ლიგაზე ვერ მოხვდებიან. 



  • beka10
  • 2 მაისი 2018 12:54
ახალგაზრდა გენიოსი <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით