უფასო მწვრთნელი

2-05-2018, 12:20

საფეხბურთო კლუბ "სევილიას" იტალიელმა მწვრთნელმა ვინჩეცო მონტელამ სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე თანამდებობა გუნდის მესვეურების მოთხოვნით დატოვა და "ანდალუზიელთა" სადავეები 62 წლის  ხოაკინ კაპაროს ჩააბარა. 

“სიმართლა გითხრათ, არც მიფიქრია, რომ კლუბმა უნდა გადამიხადოს. ჩემი კონტრაქტი მხოლოდ ერთი თვე მოქმედებს და სამი მატჩი დაგვრჩა. ასე რომ, აქ ხარჯები არაა", - განაცხადა კაპაროსმა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ კაპაროსმა დახმარების სურვილი გამოთქვა. აქვე გეტყვით, რომ "სევილია" ლა ლიგაში მე-8 ადგილზე იმყოფება და შესაძლოა ევროპა ლიგის მიღმაც დარჩეს. 


  • beka10
  • 2 მაისი 2018 12:53
saocarze saocari kaci

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით