იუპ ჰაინკესი სამწვრთნელო კარიერას ასრულებს

2-05-2018, 15:07

მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის განამრეობითი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ("რეალთან" 2:2) განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს, სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს. 

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სამწვრთნელო კარიერას დავუბრუნდებოდი 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ. უკვე 72 წლის ვარ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო. მწვრთნელობას აღარ დავუბრუნდები", - განაცხადა ჰაინკესმა.

ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგის მოგება თავის კარიერაში ორჯერ მოახერხა, მადრიდის "რეალთან" და "ბაიერნთან" ერთად.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს, ნახევარფინალში მან ყოფილ გუნდთან ჯამში 3:4 წააგო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით