ისკო "იუვენტუსისა" და "სიტის" რადარზეა

2-05-2018, 15:45

მოგეხსენებათ, რომ "რეალ მადრიდის" ესპანელ ვარსკვლავს ისკოს სამეფო კლუბში სათამაშო დრო ნაკლებად აქვს, ამიტომაც კლუბის დატოვება სურს. მისთვის არაერთი კლუბი იბრძვის, მათ შორის გამოკლვეთილია "ბიანკონერი", თუმცა მას ინგლისური კლუბები ეცილებიან.

მაგრამ რამდენად რეალური იქნება ისკოს პეპ გვარდიოლას გუნდში ხილვა?

წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რამაც შესაძლოა ფეხბურთელის ფასები ან აწიოს, ან დაწიოს ანდაც შესაძლოა ესპანელმა თვითონ გადაიფიქროს კლუბის დატოვება.

გასულ ზაფხულს ტურინელებისთვის ისკო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი ვასკვლავი პაულო დიბალა კლუბს დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ტრანსფერზეც დიდად არც შეუწუხებია თავი ჯუზეპე მაროტას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში "ბიანკონერის" დირექტორი უარს ნამდვილად არ იტყვის ამ ტრანსფერზე.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით