ანჩელოტიმ შესაძლოა "ნაპოლი" ჩაიბაროს

2-05-2018, 22:40

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნიდან" წასვლის შემდგომ იტალიელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი უგუნდოდაა. დღეს მის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტმა შესაძლოა უახლოეს მომავალში "ნაპოლი" ჩაიბაროს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მაურისიო სარის მუშაობით და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი სერია ა-ს ვერ მოიგებს, მას თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის აყვანა ნეაპოლური გუნდის გარდა ასევე "პსჟსაც" სურს, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩება.


  • tsandro
  • 2 მაისი 2018 22:40
საინტერესო იქნება ამის გაწვრთნილი ნაპოლი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით