კანი:"ულრაიხი შეცდომის გამო არ უნდა გავრიყოთ" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კანი:"ულრაიხი შეცდომის გამო არ უნდა გავრიყოთ"

3-05-2018, 09:16

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა კიპერმა, ოლივერ კანმა პრესასთან სვენ ულრაიხის მიერ დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა.

"ეს საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელი სიტუაცია იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი დონის თამაშის დროს ყველა შეიძლება დაიბნეს. სვენს თავიდან ბურთის დაფიქსირება უნდოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ამისთვის დასჯებოდა და საბოლოოდ მოგერიებაც ვეღარ მოახერხა".

"მეც გავუშვი ასეთი "რეალთან" თამაშის დროს. ძალიან ვინანე, დამერწმუნეთ, ასეთი შეცდომის შემდეგ მეორე დღეს ცხოვრებაც კი არ გინდა".

"ულრაიხი შესანიშნავი მეკარეა და ერთი შეცდომის გამო მისი გარიყვა არ ღირს", - განუცხადა კანმა პრესის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა გერმანელები 4:3 დაამარცხეს. 



  • messi10
  • 3 მაისი 2018 14:31
martalia ulraixi kargi fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით