ფლორენცი: "ვიდეოასისტენტი საჭიროა"

3-05-2018, 15:50

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, რომაელთა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო ფლორენციმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ფინალში გავიდოდა, თუ შეხვედრაში ვიდეოასისტენტის სისტემას გამოიყენებდნენ. 

"ვერ გეტყვით ფინალში "რეალი“ და "ლივერპული“  ითამაშებდნენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაში ვიდეორეფერით რომ სარგებლობდნენ.  ჩვენ „ლივერპულისგან“ საერთო ჯამში 7 გოლი გავუშვით, მაგრამ პირველ მატჩში სალაჰმა გოლი თამაშგარედან გაგვიტანა. განმეორებით შეხვედრაში კი მსაჯს სწორი გადაწყვეტილებები, რომ მიეღო 2 პენალტი უნდა დაენიშნა", - განაცხადა აპენინელმა.

შეგახსენებთ, რომ დი ფრანჩესკოს შეგირდებმა "ლივერპულთან" ორი მატჩის ჯამში კიევის საზგური 7:6 დათმეს.  


amdeni qambeqi ar gamova wait axla

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით