მილნერმა ღვინო იუარა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მილნერმა ღვინო იუარა

3-05-2018, 18:30

"ლივერპულის" ფეხბურთელმა ჯეიმს მილნერმა ფინალში გასვლის აღსანიშნავად მიწოდებული ღვინო იუარა. აღნიშნული ფაქტი, იმით ახსნა, რომ მას ალკოჰოლს გამაგრილებელი სასმელი ურჩევნია. 

"ამოცანა უნდა გადაგვეჭრა და ახლა ფინალში ვართ. ამით უნდა დავტკბეთ, მაგრამ არა ხანგრძლივად. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება.

ფინალში გასვლის აღსანიშნავად ღვინოს დავლევ თუ არა? არა მგონი, გამაგრილებელი სასმელის ან მსგავსის დალევა შემიძლია“, - განაცხადა ინგლისელმა.

შეგახსენებთ, რომ "მერსესაიდული" გრანდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "რომას" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 7:6 დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება. 



არც ეწევა დავიჯერო?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით