კოშელნიმ მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

4-05-2018, 00:33

ამ წუთებში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ევროპა ლიგის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს ლონდონის "არსენალი" და მადრიდის "ატლეტიკო" უპირისპირდებიან.

აღნიშნული დაპირისპირება ლონდონური კლუბის ცენტრალური მცველის ლორენ კოშელნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნახევარფინალური შეხვედრის მიმდინარეობისას "მეთოფეთა" კაპიტანმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, 32 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ თავის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს და საფეხბურთო სამყაროს ზეიმს ლაზარეთიდან ადევნებს თვალ-ყურს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა და ანგარიშით 1:1 დასრულდა. 



  • messi10
  • 4 მაისი 2018 00:34
ცოდოა ძალიან

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით