"ბაიერნი" მზადაა დიბალასთვის 100 მილიონი გადაიხადოს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბაიერნი" მზადაა დიბალასთვის 100 მილიონი გადაიხადოს

4-05-2018, 10:00

მიუნხენის "ბაიერნს" ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა არგენტინელი შემტევის პაოლო დიბალას შეძენა სურს. ამ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა "Bild" ავრცელებს.

გერმანელი ჟურნალისტები გვამცნობენ, რომ "ალიანც არენას" ბინადრთა თავკაცი იუპ ჰაინკესი მზად არის დიბალაში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. სავარაუდოდ მესვეურებს ახალი შენაძენით რობერტ ლევანდოვსკის ჩანაცვლება სურთ.

როგორც იცით პოლონელს ზაფხულში გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს, სწორედ ამიტომ იუპი დროს არ კარგავს და ცდილობს ლევანდოვსკის წასვლით მიღებული დანაკლისი წინასწარ დიბალათი შეივსოს.

შეგახსენებთ, რომ პაოლო "ბებერი ქალბატონის" რიგებს 2015 წელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პალერმოდან" შეუერთდა.

ცნობისთვის, პრესაში გავრცელებული ეს ინფორმაცია არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.



  • beka10
  • 4 მაისი 2018 10:51
გენიალური პაულო ძიბალა

  • messi10
  • 4 მაისი 2018 11:21
gasaocaria dibala

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით