ერიქსენი 100 მილიონის სანაცვლოდ

4-05-2018, 14:07

"Daily Express"-ის ინფორმაციით, დანიის ეროვნული ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა, ზაფხულში, შესაძლოა "დეზების" რიგები დატოვოს და საფრანგეთში გადაბარგდეს. 

როგორც ირკვევა, "პსჟ"-ს მესვეურებს ნახევარმცველის შეძენა სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი და მის სანაცვლოდ  100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხდიან. ჯერჯერობით აღნიშნული ტრანსფერი გამო, ოფიციალური განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ  ერიკსენი "მამლებმა" 2013 წელს ამსტერდამის "აიაქსიდან" დაიმატეს. მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. 


102 გადავიხდიდი სიამოვნებით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით