გვარდიოლამ დაადასტურა - იგი სეზონის ბოლოს დაგვტოვებს

4-05-2018, 18:21

მანჩესტერ "სიტის" დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის შემდგომ კლუბს ერთ-ერთი ლიდერი, იაია ტურე ტოვებს.

"იაია მომავალი სეზონიდან ჩვენს გუნდში აღარ ითამაშებს."

"ბრაიტონთან თამაში მნიშვნელოვანია მისთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ტურეს გულისთვის მოვიგოთ ეს შეხვედრა." - აცხადებს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ იაია "სიტიში" 2010 წელს მივიდა და მას შემდეგ კლუბთან ერთად 2 პრემიერლიგის ტიტული მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით