როგორი იქნება "ბარსელონას" შემადგენლობა მომდევნო სეზონში

4-05-2018, 20:28

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" აქტიურად არის დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენით და დიდი ალბათობით, ტრანსფერი მომავალ თვეში დადასტურდება.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" რიგებს არაერთი ფეხბურთელი ტოვებს. პირველ რიგში ეს გახლავთ ანდრეს ინიესტა, რომლის წასვლაც ჩინეთში უკვე დადასტურებული ამბავია.

ანდრესის გარდა "ბარსას" დიდი ალბათობით კიდევ სამი მოთამაშე, ანდრე გომეში, პაკო ალკასერი და ოსმან დემბელე დატოვებენ. შესაბამისად, კატალონიელთა შემადგენლობა რადიკალურად შეიცვლება.

დიდი ალბათობით, ერნესტო ვალვერდეს მომავალი სეზონიდან ასეთი სასტარტო შემადგენლობა ეყოლება:

შტეგენი - რობერტო, უმტიტი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, კოუტინიო - გრიზმანი, სუარესი, მესი.



  • tsandro
  • 4 მაისი 2018 20:38
კაი თერთმეტეულია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით