მოურინიომ ფარიას წასვლაზე ისაუბრა

4-05-2018, 23:29

მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მიმდინარე სეზონის შემდგომ ვაკანტური გახდება. არსენ ვენგერის შემცვლელად კი მანჩესტერ "იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს თანაშემწეს, რუი ფარიას განიხილავენ.

ამ თემაზე კომენტარი თავად პორტუგალიელმა სპეციალისტმა გააკეთა.

"თუ ის ჩემთან რჩევის საკითხად მოვა მე აუცილებლად ვუპასუხებ, რომ ეს შანსი გამოსაყენებელია."

"ფარიასთან ერთად 18 წელია ვმუშაობ და ის ჩემთვის ნამდვილი მეგობარია. ხოლო როდესაც მეგობარს წინსვლის საშუალება აქვს, მზად ვარ თავად მივიდე და ბარგი ჩავულაგო." - აცხადებს ჟოზე.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით