ია ია ტურე "სიტიდან" მიდის

5-05-2018, 12:10

"მანჩესტერ სიტის" ესპანელი ხელმძღვანელის პეპ გვარდიოლას განცხადებით, სეზონის ბოლოს კლუბს იაია ტურე დატოვებს. გვარდიოლამ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. 

"ტურე მომავალ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი აღარ იქნება. “სიტის” წარმოუდგენელი რესურსები აქვს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან დავიწყეთ. ტურე ამ კლუბის ლეგენდაა და ის ყველაფერ დადებითს იმსახურებს", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელი ნახევარმცველი “მანჩესტერ სიტის” რიგებში 2010 წლიდან თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ქალაქელების ლიდერი იყო, გვარდიოლამ ძირითადში ადგილი დააკარგვინა. 



კაი კაცია ტურე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით