უცნაური ტრანსფერი "არსენალში"

5-05-2018, 12:39

"არსენალიდან" ვენგერის წასვლის მიუხედავად ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. მიუხედავად ყველაფრისა "მეთოფეები" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და დიდი ალბათობით ზაფხულში "ფრაიბურგის" 21 წლის მცველის დამატებას აპირებენ. 

როგორც ირკვევა ლონდონელებს  ჩაგლარ სოუნჯუას "ემირეიტზე" ხილვა სურთ და მის სანაცვლოდ 34 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ფეხბურთელის ყოფილი კლუბის "იზმირის" პრეზიდენტმა მეჰმეთ იოზქანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ზუსტია და თურქი ზაფხულში კუნძულელებს შეუერთდება. 

აქვე გეტყვით, რომ სოუნჯუამ მიმდინარე სეზონში კლუბის ღირსება 25-ჯერ დაიცვა და 1 გოლი ჩაიწერა აქტივში. 


ფულის კეთებაა რა სულ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით