პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი 10 მაისს გამოვლინდება

5-05-2018, 18:16

პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოპოვების კანდიდატები დასახელდნენ. 

აღნიშნული პრიზისთვის 6 სპეციალისტი იბრძოლებს: ესპანელი პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტი“), გერმანელი იურგენ კლოპი (“ლივერპული“), ინგლისელი შონ დაიჩი (“ბარნლი“), ინგლისელი როი ჰოჯსონი (“კრისტალ პალასი“), ესპანელი რაფაელ ბენიტესი (“ნიუკასლი“), ირლანდიელი კრის ჰიუტონი (“ბრაიტონი“).

აქვე გეტყვით, რომ ხმის მიცემის პროცედურა 10 მაისს დასრულდება. ჯერჯერობით გამოკვეთილ ფავორიტზე არ საუბრობენ. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით