ტურე ინგლისიდან არ მიდის

6-05-2018, 11:01

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი იაია ტურე ზაფხულში ქალაქელების რიგებს დატოვებს, თუმცა ინგლისიდან არ წავა. წყაროს ცნობით, აფრიკელით "ევერტონი" "ჰადერსფილდი" და "ბარნლი" არიან დაინტერესებულნი.

იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, მისი კლიენტი რუსეთის პრემიერ ლიგაშიც გადაბარგდეს. ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ ტურე "ცისფერებში" 2010 წლიდან ირიცხება, თუმცა პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, ძირითადში ადგილი დაკარგა. 


წადი ძმა წადი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით