აურელიო: "იუვენტუსმა" დაიმსახურა"

6-05-2018, 12:18

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც კლუბი იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას კიდევ ერთხელ ჩამოსცილდა. 

"ყველაფერი გადაღლილობის ბრალია. ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩვენთვის სეზონი ადრე დაიწყო, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი გვქონდა სათამაშო. ბოლო ტურებში ყველაფერი დაიძაბა. "იუვენტუს" არაფერი მოუპარია და გამარჯვებების ფონზე პიველ ადგილს იკავებს. არ მესმის სპალეტის, რადგან მან იკარდი შეცვალა და საბოლოო ჯამში ტურინელებს 3 ქულა გაუნაღდა", - განაცხადა აურელიომ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" "ბებერ ქალბატონებს" 4 ქულით ჩამორჩება და დიდი ალბათობით ჩემპიონობას ვერ გამოკრავს ხელს. 




გულში სხვა გაქვს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით