რონალდუ ფერგიუსონს:"მე ვლოცულობ შენთვის" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რონალდუ ფერგიუსონს:"მე ვლოცულობ შენთვის"

6-05-2018, 17:35

როგორც ყველასთვის ცნობილია "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოში იმყოფება. პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მას თავის ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევები აქვს.

სულ ცოტა ხნის წინ, შოტლანდიელი სპეციალისტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საკუთარ Instagram-ზე გამოეხმაურა.

"მთელი გონება შენზეა გადმორთული ჩემო მეგობარო. მე ვლოცულობ შენთვის. გამაგრდი ბოს", - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ფერგიუსონს რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.



  • messi10
  • 6 მაისი 2018 17:43
kai kacia fergi unda gamoketdes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით