• 10-08-2023
    ოფიციალურად: ედსონ ალვარესი "ვესტ ჰემში" ითამაშებს
    ოფიციალურად: ედსონ ალვარესი "ვესტ ჰემში" ითამაშებს

    ინგლისურმა "ვესტ ჰემ იუნაიტედმა" ამსტერდამის "აიაქსიდან" მექსიკელი ნახევარმცველის, ედსონ ალვარესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    "ჩაქუჩებმა" 25 წლის ფეხბურთელში 38 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბონუსების გათვალისწინებით, თანხამ შეიძლება 41 მილიონიან ნიშნულს უწიოს. ედსონმა ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    მექსიკელ ფეხბურთელს შეუძლია არა მარტო ნახევარდაცვაში, არამედ დაცვის ცენტრსა და დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშიც.

    ალვარესი "აიაქსმა" 2019 წელს შეიძინა, 15 მილიონ ევროდ. "ღვთის შვილების" მაისურით ჩატარებულ 147 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა, ორჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი და ერთხელ მოიგო ნიდერლანდების თასი. 

    Facebook კომენტარები