"მილანის" ახალი სამიზნე "არისტოკრატებიდან"

7-05-2018, 12:51

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანს" "ჩელსის" ფეხბურთელი ალვარო მორატა სურს. წყაროს ცნობით, "როსონერი" ზაფხულში საკადრო ცვლილებებს გეგმავს და კლუბიდან ბევრი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. 

როგორც ირკვევა, ესპანელი თავდამსხმელი "არისტოკრატების" რიგებში ბედნიერი არ არის და წასვლა სურს. თავის მხრივ, არც აბრამოვიჩია კმაყოფილი და საბოლოო ჯამში ალვარო "სტემფორდ ბრიჯიდან" გადაბარგდება. 

შეგახსენებთ, რომ მორატას იტალიური გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში "ბებერი ქალბატონების" ღირსებას იცავდა და აპენინზე არაერთი გოლიც გაუტანია. 


შენ ან წადი, ან დარჩი!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით