რიბერი:"კარიერის "ბაიერნში" დასრულება მსურს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

რიბერი:"კარიერის "ბაიერნში" დასრულება მსურს"

7-05-2018, 22:06

მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, ფრანკ რიბერიმ გერმანულ კლუბთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შემდეგ, პრესასთან თავის ემოციებსა და სურვილებზე ისაუბრა.

"კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ბედნიერი ვარ. დიდიხანია მე ამ გუნდში ვთამაშობ და შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნის" განუყოფელი ნაწილი ვარ".

"მომავალ სეზონში მაქსიმალურად დავიხარჯებით და ჩვენი მაქსიმუმის მიღწევას შევძლებთ".

"არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კარიერის დასრულება აქ, მიუნხენში მსურს", - განუცხადა რიბერიმ ჟურნალსიტებს.



გადაბერდა ბაიერნი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით