ლიხშტაინერი "ბურუსიას" მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ლიხშტაინერი "ბურუსიას" მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

8-05-2018, 15:33

ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სტეფან ლიხშტაინერმა აპენინურ მედიასთან საუბრისას თავის მომავალთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს იტალიური ფეხბურთის დატოვებას გეგმავს.

ავტორიტეტული აპენინური გამოცემა "Calciomercato"-ს ინფორმაციით, 34 წლის შვეიცარიელი ბოლო  ორი კვირის მანძილზე დორტმუნდის "ბურუსიასთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც ჩანს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და სეზონის დასრულების შემდეგ ლიხტშტეინერი თავისუფალი აგენტის სტატუსით გერმანიის ჩემპიონატში მიაშურებს.

შეგახსენებთ, ვეტერანი მცველი "ბიანკონერის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ამ დროის მანძილზე 251 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.



დაბერებულა ეს ბებერი ქალბატონიც

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით