"ატლეტიკო" ფინალს დანაკლისით ხვდება

8-05-2018, 16:38

ესპანური მედიის ინფრომაციით, მადრიდის "ატლეტიკო",ლიონში, დანაკლისით ჩადის. წყაროს ცნობით, ლა ლიგის 36-ე ტურში როხიბლანკოს ფეხბურთელმა, ვიტოლომ, ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ამ უკანასკნელმა "ესპანიოლის" წინააღმდეგ თამაშის დროს მუხლქვეშა მყესი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ექიმები ჯერჯერობით დაბრუნების ზუსტ დროს ვერ ასახელებენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი 16 მაისსაა დაგეგმილი. ესპანელები პირველობისთვის მარსელს დაუპირისპირდებიან. 



დიდი არაფერი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით