დაპირისპირება გიორგი ქანთარიასა და ბელარუსელ მწვრთნელს შორის

8-05-2018, 21:50

ახლახანს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნემანის"  ფეხბურთელი გიორგი ქანთარია სერიოზულ შარში გაეხვა.

ბელარუსიის ჩემპიონატის რიგით მე-6 ტურში გიორგის "ნემანი" "ისლოჩს" დაუპირისპირდა და უშუალო მეტოქე კომფორტუნლი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში "ისლოჩის" მთავარმა მწვრთნელმა ქანთარია აბსურდულად დაადანაშაულა და ქართველის საცემრად გაიწია, მაგრამ საბოლოოდ დანარჩენმა ფეხბურთელებმა ვიტალი ჟუკოვსკის გაჩერება მოახერხეს და ყველაფერი მშვიდად დასრულდა.

როგორც ცნობილი გახდა, ესუკანასკნელი გიორგის "ისლოჩის" ფეხბურთელის ცხვირის განზრახ გატეხვაში ადანაშაულებდა. 

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე ჟუკოვსკიმ ამ ფაქტზე ისაუბრა და გიორგისთან ერთად მთელი ქართველი ერი უდიერად მოიხსენია: "ის და ქართველები ჩემგან პატივისცემას არ იმსახურებენ. გიორგის საქციელი არ მომეწონა და ჩემი რეაქციაც შესაფერისი იყო".

"ისლოჩის" თავკაცის ამ გამოხტომას ქართველი მალევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ჟუკოვსკიმ შეურაცხყოფა მომაყენა მეც და ჩემ სამშობლოსაც. ჩემი აზრით, მას ჯერ უნდა გაერკვია, რა მოხდა და შემდეგ გაეკეთებინა კომენტარები. მოგვიანებით მან ჩემთან მიმართებაში მაინც აღიარა შეცდომა. ჟურნალისტებს კი, ვთხოვ, გაერკვიონ ვითარებაში და შემდეგ დაწერონ ჩემზე სტატიები".

"ამაყი ვარ ჩემი ქართველობით, ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი, მაგრამ დავძენ იმასაც, რომ პატივს ვცემ და მიყვარს ბელარუსი. ფეხბურთელ ხოლოდინსკის ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას", - დაწერა ქანთარიამ სოციალურ ქსელში.









  • messi10
  • 8 მაისი 2018 21:54
kartvels scemda eg? :d

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით