უდიდესი ქამბექი - ფერგიუსონმა სიკვდილი უკან გაისტუმრა

8-05-2018, 23:17

როგორც ყველასთვის ცნობილია "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოში იმყოფება. მისი ლაზარეთში ყოფნის მიზეზი კი თავის ტვინში მრავლობითი სისხლჩაქცევებია.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფერგიუსონმა კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო და ოპერაციის შემდეგ თავს საკმაოდ კარგად გრძნობს.

გავლენიანი "Mirror"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ "წითელი ეშმაკების" ყოფილი მწვრთნელი ოჯახის წევრებს უკვე ესაუბრა და მისი ყველა კეთილმოსურნე დააიმედა.

ასე და ამგვარად, ფერგიმ თავის კარიერაში უდიდესი ქამბექი განახორციელა და სიკვდილი უკან გაისტუმრა.


  • messi10
  • 8 მაისი 2018 23:17
ვა ვა ფერგი ძაან გამიხარდა

სერ ალექს უკვდავსონ <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით