"რეალი" ჰარი კეინზე ისევ ფიქრობს

8-05-2018, 18:52

ცნობილი ბრიტანული ვებგვერდის, "Goal.com"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ტოტენჰემის" შემტევ ჰარი კეინის გადაბირებაზე იმუშავებენ.  წაყროს ცნობით, ტრანსფერით კლუბთან ერთად პირადად "სამფო კლუბის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანო რონალდოცაა დაინტერესებული. 

როგორც ჩანს, "რეალში" კარიმ ბენზემასი აღარ ეიმედებათ უკვე დიდი ხანია თავდასხმის ცენტრის გაძლიერებას გეგმავენ. 24 წლის ინგლისელმა კი მორიგი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, სულ 46 ოფიციალურ მატჩში მიიღო რა მონაწილეობა და აქტივში 38 გაანილ გოლთან ერთად 5 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.

ირკვევა, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს კეინის შეძენა პირადად კრიშტიანო რონალდომ სთხოვა. რაც შეეხება ბენზემას, მისით ინტერესს პრემიერ ლიგის და სერია ა-ს კლუბები იჩენენ ინტერესს, განსაკუთრებითი აქტიურობით კი ჯენარო გატუზოს "მილანი" გამოირჩევა.



ეგ ან მბალე დახატავს რეალს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით