პირლო: "ფინალის შემდეგ, კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი"

9-05-2018, 10:31

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდამ, ანდრე პირლომ, მედიასთან 2005 წლის ფინალზე ისაუბრა, რომელიც "როსონერიმ" "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარა. მისი თქმით, ამ მარცხის შემდეგ, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

"ისტორიაში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ და გული მწყდება, რომ იმ დროის უკან დაბრუნება არ შემიძლია. ფინალში წაგებული შეხვედრის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ კარიერა დამესრულებინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბოლომდე ვერ მივიყვანე", - განაცხადა აპენინელმა.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, ლომბარდიული გრანდი ლიგის ფინალის პირველ ტაიმში 3:0 იგებდა, თუმცა "მერსისაიდელებმა" მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოო ჯამში პენალტების სერიაში 3:2 მოიგეს. 


ki ifiqrebdi iseti shegvisrules

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით