სუარესი "ბარსელონადან" მიდის, მიზეზი ცნობილია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

სუარესი "ბარსელონადან" მიდის, მიზეზი ცნობილია

9-05-2018, 11:58

გავლენიანი ესპანური გამოცემა "Catalunya Radio"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები მზად არიან ლუის სუარესი გაუშვან.

ჟურნალისტთა მტკიცებით, თუ "ბარსას" ბოსები ანტუან გრიზმანის შეძენას მოახერხებენ ლუის სუარესს ბარგს ჩაულაგებენ და ნებისმიერი კარგი მსურველისკენ დიდი სიამოვნებით გაამგზავრებენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ზოგს ურუგვაელის გაშვება, ზოგს კი მისი დარჩენა სურს.

ცნობისთვის, "ელ პისტოლერო" კატალონიურ გრანდში 2014 წელს ინგლისიდან, კერძოდ კი "ლივერპულიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ლუისმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 195-ჯერ მოირგო და 151 გოლის გატანა მოახერხა.



  • messi10
  • 9 მაისი 2018 11:58
კარგით რა ძაან კლასნი ფეხბურთელია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით