დიდი შეთანხმება - გატუზო "მონაკოს" ფეხბურთელს უცვლის

9-05-2018, 12:20

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "მილანი" "მონაკოსთან" დიდ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიელებს ანდრე სილვას ფალკაოში გაცვლა სურთ. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა "Tuttosport" ავრცელებს.

როგორც იცით, "როსონერიმ" ანდრე სილვა გასულ წელს 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ როგორც ჩანს "წითელ-შავების" ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი აღმოჩნდა, რადგანაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო პორტუგალიელს თავის გეგმებში ვერ ხედავს. ანდრეს მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა დრო ეძლევა და ამ გაცვლის ჩავარდნის შემთხვევაში არ არის გამორიცხული გუნდი ზაფხულშივე დატოვოს.

ჟურნალისტების მტკიცებით, მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და შეთავაზებული პირობები ორივე გუნდისთვის მისაღებია.

ცნობისთვის, რადამელ ფალკაომ მიმდინარე სეზონში "მონაკოელთა" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის გატანა შეძლო.


  • messi10
  • 9 მაისი 2018 12:24
გატუზო მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით