ალეგრი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება"

9-05-2018, 14:41

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის ფინალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისტორიის გადაწერა შესაძლებელია.

"ჩვენთვის ძალიან, მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან დაგვეხმარება კარგად დავასრულოთ სეზონი, რომელშიც სკუდეტოს მოგებასთანაც ახლოს ვართ. თასის მოგებით კლუბის ისტორიის გადაწერა კვლავ შეგვიძლია", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალი, დღეს, გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზეა დაგეგმილი. აქვე გეტყვით, რომ "ბებერი ქალბატონებისგან" განსხვავებით "როსონერის" 11 წელია ლიგა არ მოუგია, სერია ა-ში 7 წელია პირველობდა დათმო და აპენინის თასი 15 წელია არ აღუმართავს. 


ჩაი*ვი ბიჭო !

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით