მოურინიოს გადასახადების დამალვას ედავებიან » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მოურინიოს გადასახადების დამალვას ედავებიან

9-05-2018, 20:53

მანჩესტერ "იუნაიტედის" პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გადასახადების დამალვას ედავებიან.

კერძოდ, საქმე ეხება 2011-12 წლებს, როდესაც 55 წლის სპეციალისტი ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" მუშაობდა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ჟოზემ საგადასახადო ორგანოს არც მეტი არც ნაკლები 3.3 მილიონი ევრო დაუმალა. ამის გამო კი 12 თვიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყაროს ცნობით, მოურინიოს აღნიშნული სასჯელი, დიდი ალბათობით, ჯარიმით შეეცვლება, რადგან ეს მისი პირველი დარღვევაა. პორტუგალიელი კი ჯარიმის სახით 800'000 ევროს გადაიხდის.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით